1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრემია „საბას“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქარვასლა“  გაიმართა.

ცერემონიაზე „საბას“ ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებულები დაასახელა, 11 ნომინაციაში:

საუკეთესო რომანი

ალეკო შუღლაძე "გადამალვა"

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რუსუდან რუხაძე "ერთი თქვენგანი გამცემს"

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნანა ტრაპაიძე "ლიტერატურა და ლიტერატურა".

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ლევან ბერძენიშვილი "წიგნიერების ევოლუცია".

საუკეთესო დებიუტი 

ბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის".

მკითხველის რჩეული ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი

ზურა აბაშიძე "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი".

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

ანდრო ბუაჩიძეს "გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძე "სად ხარ, ლაზარე..."

საუკეთესო ქართული თარგმანი

ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარის" თარგმანისთვის.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

სიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.

საუკეთესო პიესა

ლაშა თაბუკაშვილი "სადღაც, ცისარტყელას მიღმა...

საუკეთესო პოეტური კრებული

ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის "ელეგია და სხვა".

და ბოლოს, ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას.

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებმა პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები  მიიღეს.

გარდა 11 ნომინაციისა, „საუკეთესო დებიუტის“ გამოვლენაში უკვე მეორე წელია,მკითხველებიც იყვნენ  ჩართულები. წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს.

წელს პრემია „საბას“ მედიაპარტნიორები არიან: პირველ არხი, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“ და პალიტრა მედია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...