1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„არ ვიცი, რა ვუწოდო ამ ნაძირლებს…“ - ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის დეიდა ტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს

  206-ე ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი აღსაზრდელის დეიდა, „ფეისბუქ“-გერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს , სადაც ის მომხდარ ამბავს ქრონოლოგიურად იხსენებს . 


„დღეს მძიმე დღეა და ჩემთვის ორმაგად.

არავის განკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ სწორედ განუკითხაობა გვკლავს!!

3 წლის ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი, მშვიდი, აზრიანი, საბავშვო ბაღში მეხუთე დღეს მიყვანილი დილის 10 საათზე გადის საძინებელში, ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე ძვრება, ადის საწოლის თავზე და იქიდან ბობღდება რაფაზე!!! ვარდება მეორე სართულიდან (უგისოსო) ბეტონზე და უტყდება თავის ქალა!!! და არც არავინაა მომკითხავი!!!!!

მოპირდაპირე კორპუსიდან ხედავს ახალგაზრდა, მირბის ბაღში, ეჯაჯგურება ჭიშკარს (ზარი რა გახდა ხალხო!!!!!), ყვირის ბავშვი, ბავშვიო!!!!! ძვრება ბადეზე, ხტება და მოჰყავს გონზე ისე, რომ ბაღის ხალხი გონზე არ არის!!!

და მერე გამოდის ეს ნაძირალა ბაღის დირექტორი მ ა რ ი ნ ა გ ო გ ო ლ ა ძ ე!!!! აცხადებს: ბავშვს სამჯერ ჰქონდა მცდელობა და დააგვირგვინაო!!!

ყველა მის მიერ თქმული სიტყვა არის ტყუილი!!!!! თვალით არ უნახავს ბავშვი!! სულ ოთხჯერ გვყავდა და შუადღისას ძიძას მიჰყავდა!

ინკლუზიური გონების არაქალს, როგორ უშვებენ განათლების სფეროში?????

ხალხო, როგორ მიდიან ასეთები თანამდებობებზე???

ჩვენი ბრალია!!!

ჩვენი უუნარობის!!!

ჩვენი უსუსურობის!!!

მხოლოდ ჯვრის თაყვანისცემა ვერ გვიშველის!

ყველამ უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი!!!

ჩვენი ჯვარი კი ისიცაა, რომ არ მივუშვათ არადამიანები თანამდებობებზე, რადგან დღეს ჩემი, ხვალ სხვისი შვილი მოხვდება არაკაცების ხელში!!!

ხედავ, ბაღში დირექტორი არის ფსიქოპატი?! გამოიყვანე ბავშვი, კი ბატონო, მაგრამ ბოლომდე მიჰყევი, არ დატოვო „ის“ ბავშვებთან!

ხედავ, სკოლაში დირექტორია უზნეო, გამოიყვანე შვილი, მაგრამ ეს ფაქტი აღნიშნე!!

მე ავიტან ცუდ გამყიდველს, რომ მიღრენს, ცუდ მეეზოვეს, ნახევრად მოუგველს რომ ტოვებს, ცუდ მეზობელს ძაღლის ხმა რომ აღიზიანებს, მაგრამ ბავშვებს, ანგელოზებს არ უნდა გავაკაროთ ეს… ეს… არ ვიცი, რა ვუწოდო ამ ნაძირლებს!!!

ჯვართამაღლებაა…

დღეს არ მინდოდა, მაპატიეთ, მაგრამ გული აღარ მაქვს!!!!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...