საზოგადოება
ლიტვა საქართველოს "გრუზიას" ნაცვლად "საქართველო" - თი მოიხსენიებს
2017-09-25 19:04:29
ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტუსი 2018 წელს საქართველოსთვის "საჩუქრის გაკეთების" ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ლიტველებმა საქართველოს არა "გრუზია", არამედ "საქართველო" უნდა უწოდონ, ხოლო ქართველებს "გრუზინ"-ის ნაცვლად - "საქართველიანი".
"ქართველებს არ უყვართ სიტყვა "გრუზია". მათ სურთ "საქართველო"-თი მოვიხსენიოთ ქვეყანა. ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება ქართველებისთვის", - განაცხადა პრანცკეტუსმა.
როგორც გამოცმა წერს, საქართველოში ადგილობრივები ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას აღნიშნული სახელით საქართველოს მოხსენიებას, ამავე დროს, ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც მიესალმა და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ იქნა მიღებული
კომენტარები