1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბავშვის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.. ალბათ გაეპარათ ბავშვი და მეორე სართულის საძინებლიდან გადახტა"

„მდგომარეობა სტაბილურია თუმცა, რთულია,“ - ასე აფასებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. თემურ თორდინავას თქმით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

თორდინავა არ გამორიცხავს, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა. თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები მივიდნენ უკვე ბაღში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პასუხები დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და მისი თქმით, ამის შემდეგ „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები