1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლებული პეკინის ქუჩა მზადაა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა. ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა, ბევრი ეჭვი და საუბრები პროექტის წარუმატებლობაზე, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.

დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კომპანიების GWP-ისა და Black Sea Group-ისერთობლივი მუშაობით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა.

დავით ნარმანიას თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთანშემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი.

„მოეწყო ავტობუსების ზოლები, გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდა, გამოიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვება. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები. ველობილიკები შესაბამისი ნიშნებით და მონიშვნებით ეტაპობრივად აღიჭურვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ავტომობილების პარკირების ახალი სქემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ჯამში კი პეკინზე პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობას, თბილისის მერის განმარტებით, მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება. დავით ნარმანიას თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის. თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანპორსპორტიორმხრივად იმოძრავებს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პეკინის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და ქუჩის გასწვრივ დეკორატიული მცენარეები ეტაპობრივად განთავსდება. მისივე თქმით, პეკინზე უკვე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები.

დავით ნარმანიამ პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანიებს Gwp-სა და Black Sea Group-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორივე კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა, კოორდინირებული მუშაობა და პროფესიონალიზმი აჩვენა. გარდა Gwp-ის და Black Sea Group-ისა, დედაქალაქის მერმა მადლობა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს - გივი კუბლაშვილს და მის მოადგილეს - ჰამლეტ ჟიჟიაშვილსაც გადაუხადა. დედაქალაქის მერმა მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები