1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხოვრობდნენ თუ არა ტერორიზმში ბრალდებულები პატრიარქის სახლში? - ილია მეორე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

  რამდენიმე დღის წინ, "რუსთავი 2"- მა სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც , ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში ძებნილი პირები პატრიარქის სახლში ცხოვრობდნენ. 
   სწორედ აღნიშნულ  საკითხზე საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს.

 “სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია. 

„ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ. 

„დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად. „თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები