1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ნიჭიერზე და იქს ფაქტორზე ბევრად უკეთეს პროექტს ვაკეთებთ" - გვარამია ახალ მეგა შოუს აანონსებს

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახალ კომენტარს აკეთებს , უფრო მეტიც, გვარამია ახალი გადაცემასაც აანონსებს, რომელიც მალე "რუსთავი 2"-ზე გავა

"ფულზე გაყიდულების მოგონილ ტყუილებს ვპასუხობ: არ ვაკეთებთ კი არა, გუშინდელ დღე ნიჭიერზე და იქსფაქტორზე ბევრად უკეთესს ვაკეთებთ. და არა მარტო "ამომავალ ვარსკვლავს". მარტო პოლიტიკა უნდა დარჩეს და დავხურეთ ყველა შოუ არა იხვი. ეგრეა, რო მოგისყიდიან და დისკომფორტი რომ გაქვს სადღაც შიგნით, მერე ასეთ ბოდვა ტყუილებს თხზავ ხოლმე და სხვებსაც ამასვე აბოდიალებ"-წერს ნიკა გვარამია 

  რაც შეეხება გადაცემას, გვარამია ბმულს იზიარებს , სადაც სწორედ ამ მეგა შოუს დეტალებზეა საუბარი. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ



უპრეცენდენტო მეგა შოუ - თუ რამეს შეიძლება თამამად ასე ვუწოდოთ, სწორედ Rising Star, იგივე - ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც რუსთავი 2-ის მაყურებელი ძალიან მალე იხილავს.


შოუს ორიგინალური ვერსია პირველად ისრაელში გავიდა, თუმცა მისმა პოპულარობამ ქვეყნის საზღვრები გადალახა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩავიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით პროექტი აშშ-ში სარგებლობდა, სულ მალე კი რუსთავი 2 პროექტის ქართულ ანალოგს ქართველ მაყურებელს გააცნობს.


ეს იქნება ერთადერთი პროექტი, რომელზეც მონაწილის ბედი თავიდან ბოლომდე მაყურებელზე იქნება დამოკიდებული, მათი გადასაწყვეტია ესა თუ ის მონაწილე გამოვა თუ არა სცენაზე და მიიღებს თუ არა მონაწილეობას მეგა შოუში, რომელიც, შესაძლოა, მისი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯი აღმოჩნდეს.


შოუს ფაბულა მარტივია, ჟიურის წევრები აუდიტორიასთან ერთად უზარმაზარი ეკრანის წინ სხდებიან, რომლის მიღმაც შემსრულებელი დგას. სიმღერის დროს მაყურებელი და ჟიური ხმას აძლევს მონაწილეს და წყვეტს არის თუ არა ის ამომავალი ვარსკვლავი.


ახალ შოუს აქამდე არსებული პროექტებისგან ხმის მიცემის პროცესი განასხვავებს.


თუ აქამდე თქვენი ფავორიტის გავარდნის შემდეგ წუწუნებდით, რომ მის კონკურენტს გავლენიანი ნაცნობები ან "ფულიანი" მშობლები ჰყავს, ამ შემთხვევაში ეს მიზეზი აღარ გამოგადგებათ, რადგან ხმას არა მესიჯების, არამედ მობილური აპლიკაციით აძლევთ - მხოლოდ ერთხელ და ისიც უფასოდ. მშვენიერია არა?!


იმისათვის, რომ ამომავალმა ვარსკვლავმა შემდეგ ტურში გადასვლა შეძლოს, ამისთვის საჭიროა სიმღერის დროს ხმათა 70%-ზე მეტი დააგროვოს. თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია, შესაძლოა ხალხმა, რომელსაც სულაც არ მოსწონს თქვენი რჩეული, მას ცუდი შეფასება მისცეს და პროცენტული მაჩვენებელი დაწიოს. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ აზარტული პროცესი იქნება. იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც კონკურსანტს ხმას მისცემენ, მთელი საქართველო იხილავს იმ დიდი ეკრანის საშუალებით, რომელიც მონაწილეს ჟიურის წევრებისგან ჰყოფს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...