1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ კახა კალაძეც ითამაშებს

საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“კახა კალაძეც ითამაშებს. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას სხვა ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიც მიიღებენ. მათ შორის ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი და სხვები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, გაიმართება.

თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები ესტუმრებიან, როგორებიც არიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

საინტერესოა, რომ საფეხბურთო კლუბ "რომას" ლეგენდარული კაპიტანი იტალიელი ფრანჩესკო ტოტი, მას შემდეგ რაც მან კარიერა დაასრულა, თავის პირველ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მურჯის განცხადებით, რამდენიმე ვარსკვლავთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, გაიმართება. 

ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასი  5-დან 25 ლარამდეა, დღეიდან დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები