1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა

   თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაცემულ ქონებაში შედის მოსაპირკეთებელი ფილები, დაახლოებით, 40 ათასი ცალი ბეტონის ბორდიური, გარეგანათების ბოძები და სხვა ინვენტარი.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა გააპროტესტებს. 

„როგორც ჩანს, საპატრიარქო ვერ აცნობიერებს, რამდენად დანაშაულებრივია მისი ასეთი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლება ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს, რომ საპატრიარქოს ხარკი უხადოს,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები