1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

თბილისი, 15 სექტემბერი, 2017 – საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარადაჭერით და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით საქართველოში პრიველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები,  ფორუმმა ასევე უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული საამიროების და თურქეთის ქვეყნებიდან. ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია გახლდათ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და გაეფართოვებინათ საქმიანი კონტაქტები.

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე საინტერესო გამოცდილების შესახებ სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 გამომსვლელემა ისაუბრა,  ისეთ თემებზე როგორიც არის: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში. გამომსვლელებმა ასევეც ჩაატარეს ე.წ მასტერკლასები დამსწრეთათვის, ფორუმის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები სადაც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საინტერესო და მათთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას გაცნობოდნენ. საქართველოს ბანკს, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მათ შორისაა პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს აფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.

 „ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა,   საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...