1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამოფენა: ,,იაპონია და ქართული ბალეტი’’

თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 2017 წლის  20 სექტემბერს 17:00 საათზე გაიხსნება  გამოფენა: "იაპონია და ქართული ბალეტი’’.

საქართველოსა და იაპონიას საბალეტო ხელოვნებაში ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალები უკავშირდება 1974 წელს, რამდენიმე თვით პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ტოკიოს საბალეტო დასთან ვახტანგ ჭაბუკიანის (1910-1992 წწ.)  მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, მამაკაცთა კლასიკური ცეკვის დახვეწის მიზნით.
ვახტანგ ჭაბუკიანი არამხოლოდ ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი, არამედ იგი  საბალეტო ხელოვნებაში მამაკაცის ცეკვის რეფორმატორი და  მსოფლიოში საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი იყო.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ვახტანგ ჭაბუკიანის იაპონიაში პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა, მოწვევისა და მადლობის  წერილები. ასევე წლების განმავლობაში იაპონიიდან მიღებულ საახალწლო მისალოცი ბარათები,  რაც ადასტურებს იმ მეგობრულ და კოლეგიალურ ურთიერთობას რაც  ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანისა და  იაპონიის დასის წევრებს შორის ჩამოყალიბდა.  აგრეთვე,  გამოიფინება ბუკლეტი, სადაც იაპონიაში დადგმული ბალეტ "ოტელოს’’ ამსახველი ფოტო  მასალაა  მოცემული.  რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის კონსულტაციითა და საქართველოში დადგმული საბალეტო სპექტაკლის "ოტელოს’’ (1975 წელი) სცენოგრაფიული ელემენტებითაა განხორციელებული.

ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დაწყებული ურთიერთანამშრომლობის  გზა, ორი ქვეყნის  საბალეტო სფეროს შორის, დღესაც  გრძელდება.  გამოფენის გახსნის დღეს,  დამსწრე საზოგადოება შეხვდება ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის პედაგოგებს ქეთევან მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილსა და მათ მოსწავლეებს, რომლებიც ისაუბრებენ  და წარმოადგენენ ფოტო და ვიდეო მასალას ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელისა  და იაპონიის, ქ. ტოკიოს  საერთაშორისო საბალეტო სკოლის ერთობლივ პროექტზე. რომელიც ქალბატონ  ნინო ანანიაშვილის მხარდაჭერით განხორციელდა 2017 წლის ზაფხულში. ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლ. მინკუსის ბალეტი - "დონ კიხოტი" და საკონცერტო ნომრები.  ქართველმა კონკურსანტმა   ლიზა ავსაჯანიშვილმა (სასწავლებლის სწავლების -  V წლის მოსწავლემ)  დაიმსახურა საუკეთესოთაშორის  1 ადგილი,  ნომინაციაში - ვარიაცია. აგრეთვე სასწავლებლის    ოთხი მოსწავლე საუკეთესოთა ათეულში შევიდა. 

სასწავლებლის მოსწავლეებმა ქ.ტოკიოში ყოფნის დროს გაიარეს მასტერკლასი  მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან   დომინიკ ჰალფონისთან (Dominique Khalfouni).

გამოფენის გახსნას დაესწრებიან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო დასისი ხელმძღვანელი  ნინო ანანიაშვილი  და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...