1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ არ შეწუხდნენ"

  დიმიტრი ქუმსიშვილი  სარფის საბაჟოზე  რიგებთან დაკავშირებით კომენტარს აკეტებს, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან რიგები არ არის, საბაჟოზე ჩართულია ონლაინ კამერები და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ნახოს, რა ხდება საქართველოს მხარეს."ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ არ შეწუხდნენ. ჩემს პირველ მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის ელჩთან ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა იქნება უკვე საბაჟოს ხელმძღვანელების დონეზე, რათა თურქულმა მხარემ მაქსიმალურად დააჩქაროს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ისე, რომ მშენებლობის პროცესში მათ მხარეს შეიძლება იყოს შეფერხება. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ვეხმარებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები