1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა

თბილისი, 14 სექტემბერი, 2017 -  საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, კასპში პირველი სოციალური - წნელისგან ავეჯის და სხვადასხვა ინვენტარის დამამზადებელი საწარმოს შექმნის შესახებ. 2016 წელს საქართველოს ბანკის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, კასპის შშმ პირთა კავშირის პროექტმა 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული დაფინანსებით  გარემონტდა, შშმ პირებისთვის ადაპტირდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა,  სოციალური საწარმო. აღსანიშნავია, რომ 3 თვის განმავლობაში 7-ი შშმ პირი პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე დაეუფლა წნელზე მუშაობის ხელობას, როგორიც არის:  წნელის გამოხარშვა, გაფცქვნა, დამუშავება და მისგან კალათების, ჭაღების, თასების, ავეჯის და ა.შ ნაკეთობების დამზადება. ბენეფიციარებმა, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, დასაქმდნენ აღნიშნულ სოციალურ საწარმოში და გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლის წყარო. მათ ასევე შესაძლებლობა გაუჩნდათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროცესებში, სოციალური საწარმოს სახით უკვე არის სწორედ მათთვის განკუთვნილი ადაპტირებული შეკრების ადგილი - სოციალიზაციის და საქმიანობის სივრცე.

სოციალური საწარმოს შემოსავალი კასპის შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ მიზნებს მოხმარდება, ეტაპობრივად მოხდება საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმების ზრდა.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...