1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია „ქართული ხალხური ეპოსი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება  აგრძელებს საჯარო ლექციების  და შეხვედრების ციკლს და გთავაზობთ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 19 სექტემბერს  19:00 საათზე    ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“

ზურაბ კიკნაძე - ორიენტალისტი, ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მნიშვნელოვანი პრემიები და ჯილდოები. ზურაბ კიკნაძის   კვლევის ერთ-ერთ სფეროს  ქართული ფოლკლორი და მითოლოგია წარმოადგენს.  

ეპოსი, როგორც ჟანრი, თავის თავში აერთაინებს და მოიცავს: მითოლოგიურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ლეგენდებს,  თქმულებებს და ყოველგვარ ნარატივს. ერთიან ამბავს,  რომელსაც დასაწყისიც და დასასრულიც გააჩნია. სწორედ ასეთ ქართულ ეპოსში არსებული სასიყვარულო ამბავი „ეთერიანი“ დაედო საფუძვლად ოპერის „აბესალომ და ეთერის“ (ავტორი ზაქარია ფალიაშვილი) ლიბრეტოს შექმნას.  ოპერის შექმნის იდეის და ლიბრეტოს ავტორია  ლიტერატორი  და საზოგადო მოღვაწე  პეტრე მირიანაშვილი. 

ოპერაზე მუშაობა  ზაქარია ფალიაშვილმა 1910 წელს დაიწყო, ხოლო პრემიერა, 1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგა (დამდგმელი რეჟიოსორი ალექსანდრე წუწუნავა; დირიჟორი  ზაქარია ფალიაშვილი; მხატვარი- ალექსანდრე ზალცმანი).

შეხვედრაზე ზურაბ კიკნაძე ისაუბრებს ლიბრეტოს პირველწყაროზე: ჟანრის განსაზღვრაზე, წარმოშობაზე, სტრუქტურაზე.  გარდა ლოკალური კონტექსტისა  განხილული იქნება „ეთერიანის“ სხვადასხვა ვარიანტები  და პარალელები მსოფლიო ლიტერატურასთან.

 

 

 თარიღი: 19.09. 2017
დრო: 19:00 საათი
მისამართი: თბილისი,  დ. ბაქრაძის N10
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
557 59 38 10 ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...