1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სულ მალე თბილისში აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება

მოზარდებსა და მათ მშობლებს სიახლე ელოდებათ: სულ მალე თბილისში აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება, რომელიც სკოლისაგან თავისუფალ დროს მოსწავლეებს წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს შესთავაზებს. სასწავლო პროგრამა საკმაოდ ინტენსიურია და შედგენილია ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, სიტუაციური ანალიზის (ქეისებისა) და დებატების ელემენტებს.

 „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს.

„ვფიქრობთ, ასეთი სივრცის არსებობა, სადაც მოზარდები დამატებით გაიფართოვებენ თვალსაწიერს, შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს - დღეისათვის საკმაოდ აქტუალურია. ერუდიცია და განათლება ყოველთვის იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი საზოგადო სიკეთეების მისაღწევად. დღევანდელ დღეს ეს იარაღი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“ - აღნიშნა „ლეტერატოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ რაზმაძემ.

„ლეტერატოს“ სასწავლო პროგრამა V-XII კლასის მოსწავლეებზეა მორგებული, ხოლო თავად აკადემია დაახლოებით 150 მოსწავლეზეა გათვლილი. აკადემიამ მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ხოლო 1 ოქტომბერს სასწავლო პროცესს დაიწყებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „ლეტერატოს“:

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)

Facebook.com/letteratoschool; [email protected]

599510339; 599350609

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...