1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს ვაგონებში დამონტაჟებული USB პორტებით მოემსახურება

თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს სრულიად განახლებული და მოდერნიზებული მატარებლები მოემსახურება. ვაგონების სარემონტო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა მოინახულა.

მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, ვაგონების გარე და შიდა დიზაინი, ასევე ვაგონეში დამონტაჟდა საკონტროლო კამერები და USB პორტები მობილური მოწყობილობების დასატენად.

„ეს მატარებელი ახალი მეტროსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში, დღეს მოხდა მისი პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და მოთხოვნებს პასუხობს, როგორც მისი ტექნიკური ნაწილი, ასევე ის არის ძალიან კომფორტული ჩვენი მგზავრებისთვის და დარწმუნებული ვარ, მათ მოეწონებათ,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები