1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ჩამოტვირთვა

ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლემ დაჭრა, მრავლობითი დაზიანება აქვს ცივი იარაღით მიყენებული და მართვით სუნთქვაზეა.

მამაკაცს კი, რომელმაც ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ჭრილობა ყელის არეში აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა. მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობაა.

“ორივე პაციენტს უტარდება სტაციონალური მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, ქალბატონის მდგომარეობა მძიმე რჩება, მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ქალბატონს აღენიშნებოდა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა, მამაკაცს მხოლოდ ერთი. ქალბატონი იმყოფება მართვით სუნთქვაზე,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა ნიკა კვაჭაძემ.

ორივე პიროვნება დაცვის სამსახურ “ალგანში” მუშაობდა, თუმცა დეტალები კომპანიისთვისაც უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები