საზოგადოება
ზაჰესში ერთმენთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
2017-09-04 11:09:17
ჩამოტვირთვა
6 ადამინი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზაჰესში. ერთმენთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულებიდან ორი მკურნალობას ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის, 4 კი კლინიკიდან მალევე გაეწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით უკვე დაიწყი, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები