1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ კონცერტზე გამოჩნდა

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი  31 აგვისტოს და  1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართა, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით "ბლექ სი არენაზე" დასრულდა.

ერთერთ კონცერტს, 2 სექტემბერს ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ,რომ დასკვნით კონცერტში, რომელიც „Black Sea Arena“-ზე გაიმართა 7 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა. მათ საკუთარი ქვეყანა და ტრადიციები ცეკვითა და სიმღერით წარმოადგინეს. კონცერტი ანსამბლმა „რუსთავმა“ აჭარული ცეკვით გახსნა. ფესტივალში კიდევ ერთი ქართული ანსამბლი „ბასიანი“ მონაწილეობდა. საღამოს კულმინაცია კი ესპანელი მოცეკვავეების ცეცხლოვანი შოუ იყო.

ფლამენგოს შემსრულებელთა ჯგუფი „La Moneta & Flamenco“ მაყურებლის წინაშე ნახევარსაათიანი პროგრამით წარსდგა. სცენაზე ესპანელი და ქართველი მოცეკვავეების დუელი გაიმართა.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა და მან შავი ზღვისპირეთი მოიცვა. ფესტივალმა სტარტი აჭარიდან აიღო. ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები