2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

ბათუმში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იწყება.  ფესტივალი წელს  UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ის ერთი კვირის განმავლობაში, 2 სექტემრბიდან 8 სექტებრამდე  გაგრძელდება.

წლევანდელ Batumi Music Fest-ს  ახალი პროექტი „არტ კემპი“ დაემატება. „არტ კემპის“ ფარგლებში, საქართველოს ცნობილი ფრანგი პროფესორი, მიშელ სონი ეწვევა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მუსიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 350-მდე ბავშვს ექნება.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების განსავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი  „SOS Talents"-ი ახალგაზრდა პიანისტებისთვის ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს.  კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალი წელს იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც იმის დასტურია, რომ ფესტივალს მხოლოდ კომერციული დატვირთვა არ აქვს და  იმ ღირებულებებს ემსახურება, რასაც  აღზრდა, განათლება და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰქვია. იუნესკოს ჩართულობა ფესტივალში თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა და ბათუმის ფესტივალის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. წელს ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - მუსიკალური ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას  350 ბავშვი მიიღებს. გვიხარია, რომ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტებს შეეძლებათ“, - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...