2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს"-მაია ასათიანი


თოქ-შოუ "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი...რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს..,მოდის , თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!

არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს , უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს! 
შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი!

ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და და იცის...

არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..." - მაია ასათიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები