2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სამცხე-ჯავახეთის ტყეებში კიდევ ერთი ხანძარია - ცეცხლი ტყის მასივს ამჯერად აბასთუმნის მიმდებარედ გაუჩნდა. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი უკვე 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  უკვე ჩაერთო სპეციალური ვერტმფრენიც. ადიგენში უკვე შს მინისტრიც ჩავიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა  დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.

გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„100-კაცამდე მეხანძრე მაშველი ადგილზე მუშაობს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  170  თანამშრომელი იღებს მონაწილეობას კერების დამუშავებაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაცია გვაქვს ხანძრის, ავიაცია კიდევ განაგრძობს მუშაობას, რომ ყველა საფრთხე იქნეს თავიდან აცილებული, ასე რომ დამაიმედებელი პროგნოზები გვაქვს,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...