2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ბორჯომის ხეობაში რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი"

პრემიერ მინისტრის განცხადება:

როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს, დილის 5 საათისთვის კი მოხდა მთლიანად ლოკალიზება, შემდეგ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი არის გაცილებით შემცირებული, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. დღეს, ამ წუთას, მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ზუსტად ამ კერაზე ხდება, რათა საღამოსთვის ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ცეცხლი. 

მოგეხსენებათ ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ. რა თქმა უნდა აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ამ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღის მანძილზე, ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ბელორუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე მძიმე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის დახმარების შემოთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა. რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...