2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE  საქართველოში უკვე მეორედ იმართება.

ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა, ბათუმის თიბისი გალერეაში გაიხსნა და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  იმოგზაურებს.  დასკვნითი ღონისძიება  დედაქალაქში  სექტემბერში გაიმართება.

ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, გერმანია თურქეთი, აზერბაიჯანი...) ხელოვანებთან ერთად  ქართველი მხატვრები მონაწილეობენ, მათ შორის: ვახო ბუღაძე,  ლევან ჭოღოშვილი, ქეთევან დავლიანიძე, დავით ევგენიძე,  გია გუგუშვილი, თუთუ კილაძე, გუგა კოტეტიშვილი, ნიკო ცეცხლაძე.

ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ხელით ნაბეჭდი და ხელნაკეთი წიგნები და აქსესუარები.  

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. ეს დარგი მსოფლიოში საკმაოდ განვითარებულია, შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია და მასში ახალგაზრდა მხატვრების ჩართვა.

‘LIFE- N- STYLE’ - ცხოვრების სტილი  - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა, რაც ფესტივალის ორგანიზატორების თქმით ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებასა და პოპულარიზაციას.

პრინტ-ფესტივალი საქართველოში პირველად 2016 წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და მან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამთვალიერებლის, ისე ქართველი და უცხოელი მხატვრების მხრიდან.

წელს ფესტივალი თბილისისა და ბათუმის ფარგლებს გასცდა და ნამუშევრების ნახვისა და შეძენის შესაძლებლობა უკვე მესტიის, თელავისა და ოზურგეთის მაცხოვრებლებსაც ექნებათ.

ფესტივალის ფარგლებში, ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ მასტერკლასები ჩატარდა თბილისსა და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფესტივალისა და მისი განრიგის, ასევე მონაწილე მხატვრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მითითებულ ბმულზეა  შესაძლებელი:   LIFE – N – STYLE


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...