2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თუ საჭიროება გახდება, მოსახლეობას პირბადეებს დავურიგებთ" - ჯანდაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფება

ჩამოტვირთვა

ბორჯომის ხეობაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება. დავით სერგეენკოს განცხადებით, ხანძრის ლოკალიზებას ქარი ხელს უშლის. მისი თქმით, კონტროლდება ჰაერის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში მოსახლობას პირბადეები დაურიგდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაციისკენ ტენდენცია გაჩნდა, მშრალი ამინდი და ქარი ართულებს შედეგის განმტკიცებას. ვფიქრობ, რომ საღამოსკენ უფრო ხელმოსაჭიდი შედეგები გვექნება. ჩვენ ვაკონტროლებთ და მჭიდრო მონიტორინგში გვაქვს ჰაერის ხარისხი, კვამლის მიმართულებამ მოიმატა. თუ საჭიროება გახდება, პირბადეების მარაგი გვაქვს, რომელსაც მოსახლეობას დავურიგებთ,“- განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძარს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი აქრობს. ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ბორჯომის ხეობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი იმყოფება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები