2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღის ფოტო - მეხანძრეებისთვის საჭმელი მიაქვთ

"Crowne Plaza Borjomi"-ის თანამშრომლებმა მეხანძრეებისთვის საჭმელი გაამზადეს. ფოტოს სასტუმროს დირექტორი ავრცელებს.  საზოგადოება, გუნდს ინიციატივისთვის მადლობას უხდის.

ბოლო მონაცემებით ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სამი ძირითადი კერაა, რომლის გავრცელებასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ბოლო მონაცემები ასეთია:


ხანძარს ბორჯომის ტყეში ებრძვის 300-მეტი მეხანძრე მაშველი.

საგანგებო სიტუაციების ჯგუფები რეგიონში საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს.

ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი, ისინი მეხანძრეებთან ერთად ებრძვიან სტიქიას.

ცეცხლს აქრობენ ავიაციის დახმარებით, ამ წუთებში მუშაობს სამი ვერტმფრენი, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, ერთი აზერბაიჯანს.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ღამით გაიჭრა 3 კილომეტრი გზა არჯევანის ტყიდან თროთის მონაკვეთამდე.

ბოლო მონაცემები დამწვარია ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა ზუსტ მონაცემებს ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ ასახელებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები