2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში ხუთი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხუთი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ხანძარია ასევე ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე რამდენიმე საწყობი იწვის.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დაშავებული არავინ არის და საავადმყოფოში არც ერთი პირი არ გადაუყვანიათ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სამაშველო და სახანძრო სამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა.

batumelebi.netgazeti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები