2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლიტერატურული კონკურსი: „მოდინახე – 2017“ წარმატებით დასრულდა

ლიტერატურული კონკურსისმოდინახესმონაწილეებს საჩხერემ, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა

13 აგვისტოს გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.

როგორცკვირას“ კონკურსის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, „მოდინახეს“ მხოლოდ 4 წლის ისტორია აქვს, თუმცა მას თავისი ნიშა უკვე დაიკავა კულტურულ ცხოვრებაში.

წელს რა სიახლეები იყო, წინა კონკურსებთან შედარებით?

– დავიწყებ იმით, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე წელსაც თავის თავზე აიღო კონკურსის სრულად დაფინანსება და თითქმის უხარვეზოდ დასრულდა. გასულ წლებთან შედარებით, გვქონდა რამდენიმე სიახლე, რომელიც კონკურსს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. კერძოდ, წელს საფინალო 10 ლექსის პირველად გადარჩევაში ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი, ლექსმცოდნე თამარ წოწორია მონაწილეობდა.

აღნიშნული ლექსები, ავტორების მითითების გარეშე, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს და მათ შეაფასეს 10- ბალიანი სისტემით. პირველი სამი საპრიზო ადგილი გადაინაწილეს – ვასილ ბესელიამ, ნინო მშვიდობაძემ და ნინო მოდრეკილაძემ.

ყველა ფინალისტმა მიიღო სასაჩუქრე პაკეტები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან, ასევე ე.წ. სიმპათიის პრიზები მიიღეს: ვასილ ბესელიამ პროექტის ინკოგნიტო მეგობრისაგან, ლიკა ყიფშიძემ – დავით აღმაშენებლის აკადემიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისაგან, გიგა ვეფხვაძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან, ემიგრანტმა ფინალისტმა შორენა პაპიძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისაგან.

უნდა აღინიშნოს პროექტის გამართულობაში წვლილის შეტანისათვის არაერთი პირის დამსახურება. ვფიქრობ, ამ კონკურსმა დამსახურებულად შეინარჩუნა თავისი იმიჯი, გაიმრავალფეროვნა მხარდამჭერების სპექტრი, თუმცა, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ იარსებებს. აკაკი წერეთლის მუზეუმის თანამშრომელთაგან ორმა, კლარა მაჭარაშვილმა და ლეილა ზაბახიძემ მოგვაწოდეს იდეა, რომ მომავალ წლებში, ტრადიციულად, სხვიტორში აკაკის დაბადების დღეს გაიმართოს „მოდინახე“. უკვე ვფიქრობ კონკურსის სათანადო მოდერნიზაციაზე, ასევე – დასახვეწია ბევრი დეტალი.

მჯერა, რომ მომავალ წელს გაცილებით დახვეწილ ლიტერატურულ ღონისძიებას შევთავაზებთ სიტყვიერების მოყვარულებსა და პოეტებს…

ვასილ ბესელია: „არ შემიძლია, არ ვთქვა, თუ რამდენად სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის წლევანდელი „მოდინახე“. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ გამარჯვება არ უხაროდეს, ისიც იმ შემთხვევაში, როცა კონკურსი აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება.

ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ბიზნესთან ერთად ასეთ ღონისძიებას მხარს უჭერენ სახელმწიფო სტრუქტურები და ფიზიკური პირები. დიდად გახარებული ვტოვებ იმერეთს და წარმატებებს ვუსურვებ აღნიშნულ კონკურსს. გარდა იმისა, რომ პირველი პრიზის მფლობელი გავხდი, გადმომეცა ინკოგნიტო მხარდამჭერისგან პრიზი. მინდა მასაც მადლობა გამოვუცხადო“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...