2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შანსი მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ ინიციატივა. კოლეგებს გააცნოთ იდეები. თამამად ხართ და არც კრიტიკის გეშინიათ. უკმაყოფილები ყოველთვის იქნებიან და რატომ უნდა მოიშალოთ ნერვები? საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. 

კურო
საინტერესო სიტუაციებით დატვირთული დღე გელით. თუმცა, ხშირად მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს მეგობრული შეხვედრები გელით. 

ტყუპი
დღეს ფორტუნა გაგანებივრებთ, ელოდეთ სიურპრიზებს. არ გამოაკლდეთ წვეულებებს. მეგობრული შეხვედრები და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გელით. გაგიმართლებთ პირად სფეროშიც. 

კირჩხიბი
დღეს ყველა ეცდება თქვენს გამხიარულებას, დახმარებას, უფროსიც კი. სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან. საღამოს გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

ლომი
მოერიდეთ ინტრიგებსა და ჩახართულ სიტუაციებს. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს და ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მეტად აქტიური უნდა იყოთ პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნათესავებს. 

ქალწული
მოერიდეთ ავანტიურასა და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. არ ჩაიგდოთ თავი ხიფათში. ზომიერი რისკი დასაშვებია. საღამოს რამდენიმე სიურპრიზი გელით. საყვარელი ადამიანიც არ მოგაწყენთ. 

სასწორი
შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით. ყველა პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. წვრილმანების გამო ნუ მოიშლით ნერვებს. ახლობლები გაითვალისწინებენ თქვენს მითითებებს. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მშვილდოსანი
წვრილმანებიც კი სიხარულს მოგანიჭებთ. იყავით მეტად დაკვირვებული მუშაობისას. შეიძლება, უფროსის გადაწყვეტილებით, ზედმეტი სამუშაოს შესრულებამ მოგიწიოთ. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ, განიტვირთეთ. 

თხის რქა 
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ზოგი გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდება. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. 

მერწყული
დღეს დაამტკიცებთ, რომ ნამდვილი გენიოსი ხართ, თანაც სხვადასხვა სფეროში. იყავით დაკვირვებული წვრილმანების მიმართ. უფროსიც კი შეგაქებთ. საღამოს საყვარელი ადამიანი არ მოგაწყენთ. 

თევზები
საინტერესო, თუმცა ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...