2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გუდაურში ველო მარათონი და მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი გაიმართა

სპორტული ღონისძიებები ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მოეწყო. სამოყვარულო ველოტურნირში 20 მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ველომარათონი სპორტული მაღაზია Cube-ის სპონსორობით გამართა. ველოპარკი გუდაურში 2016 წელს  მოეწყო. ველობილიკის სიგრძე 4790 მეტრია.

ველომარათონის დასრულების შემდეგ მეორე დღეს გუდაურში ერთმანეთს პროფესიონალი მოტომრბოლელები შეეჯიბრნენ.  

სპორტული ღონისძიება  ენდურო ქლაბ ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა,   მოტორბოლა გუდაურში არასაერთო მოხმარების გზაზე ჩატარდა, რომელიც სპეციალურად hard enduro ტიპის შეჯიბრისთვის მოეწყო.  სპორტსმენებმა სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები გადალახეს,  დაძლიეს აღმართი და  გაიარეს ქვიანი რელიეფი. გზა ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ეტაპებად დაიყო, შედეგად  დამწყებ სპორტსმენსაც ჰქონდათ შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება. საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეჯიბრში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.  ღონისძიება გუდაურში მეორედ ჩატარდა და  ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

გუდაურში სპორტული ღონისძიებების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ოთხ სეზონად გარდაქმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...