2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკ პენსის ვიზიტის გამო თბილისის ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"31 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, კერძოდ: 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

 31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით."- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები