2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლების კვებაზე იყო პასუხისმგებელი, სკანდალში ეხვევა – ნიკოლოზ ჩიქოვანმა “ა.ნ. ფუდ სერვისს” სასამართლოში უჩივლა

კომპანია „ა.ნ. ფუდ სერვისი“ სკანდალში ეხვევა. უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების გამო, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი იძულებული გახდა „ა.ნ. ფუდ სერვისთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გაეუქმებინა. ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც „ჯორჯია მანგანეზში“ დაახლოებით სამი თვის წინ დროებით მმართველად დაინიშნა, კომპანიის თანამშრომლების კვების ხარისხით დაინტერესდა და არსებული დარღვევები სწორედ მან გამოავლინა.

ხელშეკრულება კომპანია „ა.ნ. ფუდ სერვისსა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან სამი წლის წინ გაფორმდა. ის ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის თანამშრომლებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლები, მათ შორის მუშები და მაღაროელები უვარგისი საკვები პროდუქტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ართცუ იშვიათად, იყო შემთხვევები, როდესაც უვარგისი საკვების მიღების შემდეგ მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვებითი ინტოქსიკაციის ხშირი შემთხვევებიც იყო.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია, თუ რა საკვებით იკვებობდნენ  კომპანიის თანამშრომლები.

„ცომი რომელსაც ბუზი და ჭიანჭველები ეხვევა, ე.წ. მაცივარი, სადაც გალურჯებული ხორცი დაბინძურებულ თაროებზე, დაბინძურებულ ჭურჭელში ინახება. იგივე ხორცი, ამჯერად დამუშავების პროცესში…გარემო აქაც იდენტურია – ანტისანიტარია და ბინძური ინვენტარი. შენახვის სახარბიელო პირობები არც რძის ნაწარმის შემთხვევაში შეიმჩნევა. ყველა ნაჩვენები კადრი ერთ სივრცეში, ერთი დღის განმავლობაშია გადაღებული“ – აღნიშნულია „იბერიას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
„იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს თანამშრომლებს ფაღარათი ჰქონდათ“, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.

ფაქტს, რომ თანამშრომლები უხარისხო საკვების გამო პრეტენზიას ხშირად გამოთქვამდნენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველიც ადასტურებს.

„იყო შემთხვევაც, როდესაც თანამშრომლებმა უხარისხო საკვების მიღება გააპროტესტეს, მათ დადეს ინსტრუმენტები და მუშაობას თავი დაანებეს, საკმაოდ ლეგიტიმური იყო მათი ქმედება იმ დღეს… უხერხულიც არის იმის მოყოლა, რა ხდებოდა ცომში, ხორცში, მაცივრებში და ა.შ. ამ ყველაფრის გამო გავწყვიტეთ კონტრაქტი და შემოვიყვანეთ ახალი კომპანია. უკვე მოდის ჩვენამდე ინფორმაცია, რომ ახალი კომპანიით თანამშრომლები კმაყოფილები არიან“,- აცხადებს  ნიკოლოზ ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ „ა.ნ. ფუდ სერვისი“ სამი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, როგორც ზესტაფონის ფერადშენადნობთა ქარხნის, ისე ჭიათურის სამთო-გამამდრიდრებელი კომბინატის თანამშრომლებს. კომპანია დაახლოებით 5500 ადამიანის კვებაზეა პასუხისმგებელი.

„ა.ნ. ფუდ სერვისთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ კომპანიასთან სამართლებრივ დავას იწყებენ. სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით უკვე შეტანილია სარჩელი. „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელის საფუძველზე „ა.ნ. ფუდ სერვისის” ქონების ნაწილს უკვე ყადაღა დაადეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...