მსოფლიო
შუახევის 7 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება
2017-07-27 17:16:57
შუახევის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლას 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ეყოლება. გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი - ამ სოფლებში პირველკლასელისთვის ზარი არ დაირეკება.
შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, 2016-2017 სასწავლო წელთან შედარებით, გაორმაგებულია.
შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 43 საჯარო სკოლაა, აქედან 29-ში სწავლება სამივე საფეხურზე (საშუალო) ხორციელდება, 14-ში - ორ საფეხურზე (საბაზო).
შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში სულ 127 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს
კომენტარები