საზოგადოება
თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
2017-07-27 16:37:08
თბილისისა და რეგიონების ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტრო გადამცემი ხაზის - “იმერეთის” გათიშვაა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ელექტრომომარაგება უმოკლეს ვადაში აღდგება.
„მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები და მოგახსენებთ იმასაც, რომ გამორთულ მომხმარებელს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, ლევან აიწურაძემ.
კომენტარები