2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამუშაო ვიზები! ნუ დაარღვევთ ვიზა ლიბერალიზაციის წესებს! უკვე საქართველოდანვე შეარჩიეთ სამსახური და აიღეთ სამუშაო ვიზა ევროპაში, ნუ დარჩებით არალეგალებად!

 საქართველოდან ევროპაში არალეგალურად მომუშავეების რიცხვი მატულობს და ეს თემა ყველა ჩვენგანისთვის აქტუალური პრობლემაა. არსებობს გზა, რომელიც ევროპის ქვეყნებში კანონიერი მუშაობის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია Free Travel-ის ბათუმის ფილიალის სავიზო კონსულტანტს, ნინო შანიძეს გავესაუბრეთ.

საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის თუ რას გულისხმობს  ვიზა ლიბერალიზაცია. თუმცა, შეგიძლიათ მოკლე მიმოხილვით კიდევ  ერთხელ გვითხრათ მისი წესების შესახებ?

ვიზა ლიბერალიზაციას და მის შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნის, ასევე, თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის. შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმით სარგებლობა შესაძლებელია მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში (მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან მხოლოდ 3 თვეს. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით).

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ვიზა ლიბერალიაზაცია გულისხმობს თავისუფლად გადაადგილებას შეზღუდული პერიოდით ევროპის რიგ ქვეყნებში და არა სამუშაოდ გამგზავრების ნებართვას.

რა ხდება , როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის  ანუ  უვიზო მიმოსვლის წესებს არღვევენ საქართველოს მოქალაქები, რა შედეგებს უნდა ელოდნენ ისინი ?

შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში (3 თვის გასვლის შემდეგ), საქართველოს მოქალაქის აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა ავტომატურად ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი დაექვემდებარება შენგენის ზონის წევრი კონკრეტული ქვეყნიდან გაძევებას და საქართველოში ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნებას (რეადმისიას). ამასთან, მოქალაქეს შესაძლოა შეეზღუდოს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე.

ნუ წახვალთ და ნუ დარჩებით არალეგალებად, როდესაც არის შესაძლებლობა მიიღოთ სამუშაო ვიზა და ოფიციალურად იმუშაოთ, მიიღოთ ხელფასი და ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს დაბრუნდეთ საქართველოში დროებით, მოინახულოთ მეგობრები თუ ნათესავები.

თქვენი კომპანია რა მომსახურებას სთავაზობს მუშაობის მსურველებს?
სამუშაოდ გამგზავრების მსურველ კანდიდატს ვაცნობთ ყველა დეტალს სამუშაოს შესახებ და იმ პროცედურებს   რაც უნდა გაიაროს ვიზის მისაღებად.
-  პირევლ ეტაპზე კანდიდატისაგან საჭიროა:

პასპორტის ორიგინალი  და მისი ქსეროკოპიო, ვავსებთ CV (ავტობიოგრაფიას) მუშაობის მსურველი კადიდატის შესახებ და ვუგზავნით ჩვენს პარტნიორს.
- ამის მიხედვით, კანდიდატთან ერთად ვარჩევთ სასურველ სამუშაოს.
- პარტნიორი კომპანიიდან სამუშაო თანხმობისა და მოწვევის მიღების შემდეგ ვავსებთ აპლიკაციას კანდიდატთან ერთად  https://www.e-konsulat.gov.pl/
და ვამზადებთ საკონსულოში წარსადგენ  საბუთებს. http://www.tbilisi.msz.gov.pl/ka/consular_information/tbilisi_ge_a_118/tbilisi_ge999/
საკონსულოში საბუთების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში კანდიდატი იღებს  სამუშაო ვიზას.
- ვიზის მიღების შემდეგ ყიდულობს ავიაბილეთს და მიემგზავრება პოლონეთში.
საზღავრზე კანდიდატს უნდა ქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბიომეტრიული პასპორტი
- სამუშაო ვიზა პასპორტში
- ავიაბილეთი
- სამოგზაურო დაზღვვა
- ჯიბეზე ცოტა ფული

ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ ევროპის ქვეყნებში სამუშაო მიზნით გამგზავრებას, ისარგებლეთ კანონიერი გზით, რომლის მიგნებასა და სისრულეში მოყვანაშიც გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38, 
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 595439955; +995 599479955;  

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/  

 

ჟურნალისტი: მარიამ მუჯირი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...