2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დაწყებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები