2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოთარ კახიძე მარჯანიშვილის აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტს განმარტავს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გუშინ, მარჯანიშვილზე გამართულ აქციაზე ირაღით იმყოფებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართალია კახიძე პარლამენტის წევრია და იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა მარშის მიმდინარეობისას, იარაღის თან ქონის უფლება არ ჰქონდა.

აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით, ოთარ კახიძემ Facebook-ზე განმარტება გააკეთა.

"მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ გლოკ 19-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით", - წერს კახიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები