2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში“

   უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები პირველად სოფელ ოძისში ჩავიდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ამ სოფელში 2008 წლის ომის შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა ეფ ეს ბე-ს ბაზაც განათავსეს. ოძისიდან ორი ქვეყნის პირველმა პირებმა, საოკუპაციო ხაზის კიდევ ერთ მოსაზღვრე სოფელში, ხურვალეთში გადაინაცვლეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

პეტრე პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი იმ ოჯახებს ესაუბრნენ, ვისი სახლებიც მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონში მოექცა.

პრეზიდენტებმა რუსული აგრესია საოკუპაციო ხაზთან დღეს ერთად გააპროტესტეს.

„მინდა განვაცხადო უკრაინის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალში. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, უვიზო რეჟიმს და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები