მსოფლიო
ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო
2017-07-14 12:10:25
უბედური შემთხვევა გურჯაანში. ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა, მამის საძიებო სამუშაოები კი, ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი სავარაუდოდ, სოფელ ჯიმითიდანაა და მამაკაცი გურჯაანის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები