0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სს “ელიტ ელექტრონიქსის” განცხადება

სამწუხაროდ კიდევ ერთხელ  იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე.

უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.

რაც შეეხება 24 ივლისს სასამართლოში განსახილველ საქმეს საზოგადოებისათვის უფრო მკაფიო და გასაგები რომ იყოს განვმარტავთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც  ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ამ საქმეში სს “ელიტ ელექტრონიქსი” დაზარალებულადაა ცნობილი. ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რათა მიგვაჩნია რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართმსაჯულება. აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მ.სააკაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი, მან როცა ორი წლის წინაც შეგვახსენა თავი მისი ცილისმწამებლური განცხადებებით, იუწყებოდა რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ახალი მენეჯმენტი კომპანიის გაკოტრებით იყო დაკავებული და სახსრები საზღვარგარეთ უნდა გადარიცხულიყო, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციას იწვევდა. თუმცა განვლილმა ორმა წელმა ნათლად დაადასტურა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, მისი პოზიციები კიდევ უფრო მყარი გახდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მის სტაბილურ განვითარებას, გაკოტრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამით კიდე ერთხელ დადასტურდა ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებების აბსურდულობა.

მიგვაჩნია, რომ გამართული პესკონფერენცია გახლავთ ერთგვარი მცდელობა მართმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად და წამებული ბიზნესმენის იმიჯის მოსარგებად, რის გამოც ის საზოგადოებას შეახსენებს ხოლმე თავს. ეს კი მას აიძულებს პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს” იმიჯს და წარმოაჩინოს თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე უკანონო ხდება.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...