0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა

მცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. რამდენიმე მოქალაქის ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

თავის მხრივ, როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები