0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გვემუქრებიან, რომ ჩვენი ადგილი საფლავშია" - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე

„დემირელის“ კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები, პროკურატურას მიმართავენ. ოჯახი დაცვის გამოყოფას ითხოვს. ჩაბუქის ადვოკატის განცხადებით, ოჯახს სოციალური ქსელებით, მუდმივად ემუქრებიან, არსებობს ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეც.

„ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ მუქარა მუდმივად არის ჩვენზე, თუმცა განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართული მედიისა და საზოგადოების ინტერესი ამ საქმის მიმართ. ერთ-ერთ თურქულ გაზეთში ჩვენი ოჯახი თურქეთის მოღალატედ შერაცხეს. ამიტომ გვემუქრებიან, რომ ჩვენი ადგილისაფლავშია, რომ გამოგზავნიან საქართველოში ჯგუფს, რომელიც ჩვენი ოჯახის ლიკვიდაციით დაკავდება და ასე შემდეგ. ჩვენთვის უცნობია, ვინ არის მუქარის ავტორი, იმის თქმაც გვიჭირს, რომ ამას თურქეთის ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ საფრთხე რეალურია და ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას,” - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები