0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრემია „საბას“ ჟიურიმ 2017 წლის ფინალისტები დაასახელა

300 საკონკურსო წიგნიდან 47 ფინალისტი შეირჩა

ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.

ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები 11 ნომინაციის მიხედვით, სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15საზეიმო დაჯილდოებაზე.

საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, თიბისიბანკი გადასცემს.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. პრემიის მიზანია გასული ერთიწლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.

პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ.

მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელსსაბაკვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის. 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემიები არ გასცა. წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და „საბას“ პრემიით დაჯილდოვდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ნომინაციაშისაუკეთესო ელექტრონული წიგნიგამარჯვებულ წიგნს გამომცემლობაპალიტრა L” გამოსცემს. როგორც ცნობილია, ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L”-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია: 

 

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2017 წლის ფინალისტები  

წლის საუკეთესო რომანი

1.      აბო იაშაღაშვილი, “ძველი ტფილისის დამნაშავენი” (გამომცემლობა „ქოლგა“)

2.      ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

3.      არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.      ტორესა მოსი, „იყო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

1.      თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

4.      რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1.      ეკატერინე ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

2.      ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      ლია ლიქოკელი,  „გოგოობის კანონი“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)

4.      ლია სტურუა, „მგლის საათი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ (გამომცემლობა „საუნჯე“)

6.      ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

 

წლის საუკეთესო პიესა

1.      თამარ ბართაია, „პიესები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      დათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი“ (saba.com.ge)

 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1.      ბექა ახალაია,  „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ (გამომცემლობა „ ინტელექტი“)

2.      გიორგი შონია, „ფაბრიკაცია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაშის" თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.      ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

5.      თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

6.      სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური“ (ჩვენი მწერლობა) 

 

 

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

1.      ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა“ (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)

3.      ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა“ (გამომცემლობა „კალმოსანი“)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1.      გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“      (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2“ (გამომცემლობა „სიესტა“)

3.      დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)

4.      ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

6.      ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

 

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:

1.      ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში“ (saba.com.ge)

2.      თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში“ (saba.com.ge)

3.      მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის“(saba.com.ge)

4.      ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!“ (saba.com.ge)

 

წლის საუკეთესო თარგმანი

1.      დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

2.      თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  "წვრილმანების ღმერთი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.      თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

4.      ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის "მიდი, დააყენე დარაჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

6.      მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)

7.      სალომე ბენიძე, სალმან რუშდის "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

8.      სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

9.      ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...