0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა

თაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს, სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად“, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში.   

 საზოგადოებამ იცის, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის“ თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული.

 საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.

 რაც შეეხება სამართლებრივ დავას თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით - თიბისი ბანკს ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის“ დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად.  

 ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოქოლაძის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ განიხილა.

 ქოქოლაძის განცხადებები ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებულია და შორს არის ლოგიკური, საღი აზრისგან. 

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...