0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მე მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება" - მღებრიშვილი მუხთარლის საქმეზე

  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა: 

„ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ. ამ ვერსიების გაცვლა-გამოცვლაში, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა ის, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური, საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე და საჭიროებს სახელმწიფოებრივ მიდგომას.

 ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან ცანაწერები. გამოძიება ერთ ადგილზე არ დგას, გამოძიება მიმდინარეობს.

 ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხთარლის ადვოკატმა. ყველა იმ ლოკაციიდან იქნა ამოღებული ეს ჩანაწერები. ხდება ანალიტიკური დამუშავება ჩანაწერების. სხვათაშორის, ეს ჩანაწერები გადაეცა მუხთარლის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა, იმდენად რამდენადაც იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ხელოვნურად ვერ დავდგავთ გატაცების სცენებს. ვერ დავდგავთ მისთვის სასურველ სცენას. ობიექტურად რა მოცემულობაც გვაქვს, მივყვებით მას და როგორც გითხარით, გამოძიება მიმდინარეობს.

 მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნდათ თუ არ უნდათ, გამოძიებოს შედეგებს ჩვენ უნდა დაველოდოთ. ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მე მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები