0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - იან კელი

   ე.წ. საზღვრის კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევას საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი გამოეხმაურა. 

„ჩვენ მხოლოდ საქართველოს ერთ საზღვარს ვცნობთ. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში უფრო მეტად შემოსვლას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

 შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს, დღესაც უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მტკიცედ მხარს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ასეც ვიქცევით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ასევე ნატო-ს მოკავშირეებმა. ყოველთვის წამოვწევთ ამ თემას ორმხრივ შეხვედრებზეც და ჟენევის მოლაპარაკებებზეც. შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას,“ - აცხადებს იან კელი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები