საზოგადოება
ადიგენში მამიდა და 8 წლის ძმისშვილი წყალმა გაიტაცა
2017-07-05 20:56:06
ადიგენში მამიდა და 8 წლის ძმისშვილი წყალმა გაიტაცა.. შემთხვევა, დღეს, 5 ივლისს, მოხდა, სასწრაფო დახმარების სამსახურში შეტყობინება 16:44 საათზე შევიდა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ, “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 45 წლის ქალი წყალში ჩავარდნილი ძმისშვილის გადარჩენას ცდილობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.
ადგილობრივების განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვი სოფელ ხევაშენში ცხოვრობდა და ადიგენში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
კომენტარები