0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლუჟკოვს თუ აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, ინდოელ ბიზნესმენს რატომ ეკრძალება " - ქუშერი საქართველოში კვლავ არ შემოუშვეს

   ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი საქართველოში უკვე მეორედ არ შემოუშვეს. ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკვე მეორედ ისევ საზღვრიდან გააბრუნეს.

"ის სრულიად უდანაშაულოა და უჩინარი, უცნობი დამაბრკოლებელი მიზეზების გამო უნდა გააბრუნონ საქართველოდან. ეს არის მსოფლიო სკანდალი. ის საუბრობს დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მისი პირველი არ შემოშვებისას. 

დღეს ჩვენთვის უცნობი მიზეზით ისევ არ უშვებენ მას საქართველოში. ჩვენ ეს მიზეზი არ ვიცით. ყველას მივმართეთ ამ მიზეზის გასაგებად, მაგრამ მიწელავენ დროს და არ მეუბნებიან ამ მიზეზს. თუ კრიმინალი ხდება, სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ძალიან მარტივია. ლუჟკოვს თუ აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის ანექსია მოახდინა, რატომ არ აქვს ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს ამის უფლება, მით უმეტეს, როცა ის საქართველოში შემოდის ბიზნესის კეთებისთვის", - განაცხადა  ბიზნესმენის ადვოკატმა მანანა აფხაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები