0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

2017 წლის უფასო ფაკულტეტები დამტკიცდა – „მხოლოდ ერთი ახალი ფაკულტეტია დამატებული“

2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ე.წ უფასო ფაკულტეტები უკვე დამტკიცებულია.

“უფასო ფაკულტეტების სია წლევანდელი არის პრაქტიკულად უცვლელი. დაემატა მხოლოდ ერთი ფაკულტეტი. მე მინდა, რომ უფრო მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, მაგრამ შესასვლელი ბარიერი იყოს მაღალი. სამწუხაროდ უფასო ფაკულტეტები გახდა არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის მისადგომი. მინდა, რომ უფასო სწავლა იყოს ხელმისაწვდომი ყველა კარგი მოსწავლისათვის. მომავალ წელს, იმედი მაქვს, რომ უფასო ფაკულტეტების სია გაიზრდება, მასზე მოსახვედრი ქულები კი ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება. მე უკვე დავამტკიცე ეს სია და ხელიც მოვაწერე”, – განმარტა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი არის უცვლელი, ადგილები წელს შემცირებულია.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მინისტრმა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაორმაგება  edu.aris.ge-სთან საუბრისას დააანონსა. მოგვიანებით კი  გადაიფიქრა: „წლევანდელი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უცვლელი იქნება შარშანდელთან შედარებით. მომავალი წლისთვის გვექნება განახლებული სისტემა. მთავრობისთვის წარსადგენად კი ვადებში ჩავეტევით აუცილებლად,“– განაცხადა ჯეჯელავამ. თუმცა ამ კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს მან ერთ–ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ისევ განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაორმაგება წელსვე იგეგმება. ასე რომ, გაიზრდება თუ არა ფაკულტეტების რიცხვი, როგორც ხედავთ, ჯერ–ჯერობით არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სამინისტროსთვისაც უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...