0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„აფგან მუხთარლი კვლავ მოითხოვს შეხვედრას საქართველოს ელჩთან აზერბაიჯანში"

ჩამოტვირთვა

დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია შეხვდება თუა არა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი აფგანმუხთარლის

„აფგან მუხთარლი კვლავ მოითხოვს შეხვედრას საქართველოს ელჩთან აზერბაიჯანში. მას აქვს კითხვები თბილისიდან მის გატაცებასთან დაკავშირებით. მას ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზით მოხდა ქართული მხარის მიერ მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა. ელჩთან შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა, რადგან ვფიქრობ რომ ის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს ემორჩილება და შეხვედრის ჩატარებაზე თანხმობა ვერ მიიღო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებაც. ჩემი აზრით გამოძიება მიზანმიმართულად ნელა მიმდინარეობს, რათა აზერბაიჯანულ მხარეს მუხთარლისწინააღმდეგ წაყენებული ცრუ ბრალდებების დამტკიცებაში შეუწყოს ხელი,”-განაცხადა მუსტაფაევამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები